Firstjob | Evolution

უსაფრთხოების პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი განმარტავს შპს ევოლუშენ ჯორჯია („ევოლუშენი“, „ჩვენ“ და „ჩვენი“) რა ფორმით იღებს და იყენებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს და  უფლებებს ჩვენი კარიერის გვერდიდან მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.


  1. ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ მონაცემთა დამმუშავებელი — შპს ევოლუშენ ჯორჯია, საიდენტიფიკაციო ნომერი 405209689, რომლის მისამართია მექანიზაციის ქუჩა #1/თორნიკე ერისთავის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო.

თუ გსურთ დაგვიკავშირდეთ, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: dataprivacy@evolution.com 


  1. მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

თქვენი პერსონალური მონაცემები გროვდება იმ მიზნით, რომ შემოგთავაზოთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ თამაშის წარმდგენის ან ბანქოს მჩეხავის ვაკანსიის დაკომპლექტების პროცესში და მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მომავალი ვაკანსიების, სემინარების ან კარიერასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების შესახებ, ან გამოგიგზავნოთ მოსაწვევები კარიერასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. 

თქვენი პერსონალური მონაცემები გროვდება თქვენი თანხმობის საფუძველზე და თანხმობა შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერ დროს. 

გასაუქმებლად დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: dataprivacy@evolution.com 


  1. რატომ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები და როგორ ვიღებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ ვიღებთ თქვენ პირად მონაცემებს პირდაპირ თქვენგან. თქვენი პერსონალური მონაცემები აუცილებელია ჩვენი დამუშავების განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად ან იმ სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით.

თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ, მოგვაწოდოთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები. თუ გადაწყვეტთ, არ მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, ჩვენ ვერ შევძლებთ განვახორციელოთ თქვენი სამუშაო ადგილის შერჩევის პროცესში მონაწილეობა.


  1. ვის შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები:

ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები არ იყოს გამჟღავნებული მესამე მხარისთვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ჩვენი დამუშავების მიზნის შესასრულებლად ან იმ სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაუმჟღავნდეს შემდეგ პირებს:

1) ევოლუშენის ჯგუფში შემავალ კომპანიებს;

2) სხვა მონაცემთა დამმუშავებლები;

3) სამართალდამცავი ორგანოები, ზედამხედველობის ორგანოები, ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები და სხვა საჯარო ორგანოები დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.


  1. პერსონალური მონაცემების გადაცემა

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ევოლუშენის ჯგუფის შიგნით და დამმუშავებლებს, რათა შეასრულონ ჩვენი დამუშავების მიზანი. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ იგულისხმოთ ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი დაცვის ანალოგიურ ხარისხი.


  1. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენ პირად მონაცემებს?

ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი დამუშავების მიზნის შესრულებამდე ან თქვენი თანხმობის გაუქმებამდე.

დარღვევის ან სხვა გადაცდომის, დავის ან რაიმე სხვა სახის სამართლებრივი წარმოების შემთხვევაში, ჩვენ ვინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს საკითხის დასრულების შემდგომ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, ჩვეულებრივ, არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში საკითხის დასრულებიდან.


  1. თქვენი უფლებები, როგორც პერსონალური მონაცემების სუბიექტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ:

• მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება;

• მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნ(ებ)ის შესახებ;

• მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების საკანონმდებლო საფუძვლების შემოწმება;

• მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეგროვდა თქვენი მონაცემები;

• მოითხოვოთ ინფორმაცია ვის, რა მოცულობით და რა საფუძვლებით გადაეცა თქვენი პერსონალური მონაცემები;

• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.